ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, სწავლის უფლების მქონე კანდიდატთა შესარჩევისათვის კომისიის დამტკიცების შესახებ
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
2026-2027სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, სწავლის უფლების მქონე კანდიდატთა შესარჩევისათვის კომისიის დამტკიცების შესახებ
დეკანის ბრძანება
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის,აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის №49/2014 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიღების წესი და უცხო ენის ცოდნის განმარტება“ დამატებების შეტანის შესახებ
ვბრძანებ:
1. 2026-2027სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, სწავლის უფლების მქონე კანდიდატთა შესარჩევისათვის პირობად განისაზღვროს შემოქმედებით ტურში მონაწილეობა
2. შეიქმნას 2026-2027სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, სწავლის უფლების მქონე კანდიდატთა შესარჩევისათვის შემოქმედებითი ტურის შემფასებელი კომისია
ხათუნა მაისაშვილი – ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
მაია ტორაძე – ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი
მანანა შამილიშვილი – პროფესორი
თათია მჟავანაძე – ასოცირებული პროფესორი
მარიანა ასანიძე – მოწვეული პედაგოგი
4.ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.
5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი მ. შამილიშვილი